პირობები


1) დაუზიანებელი შემოწმებული მანქანები "MANHEIM"-დან 2) დაზიანებული მანქანები "COPART"-ის აუქციონიდან 3) დაზიანებული მანქანები "IAAI"-ის აუქციონიდან 4) მანქანები გერმანიიდან 1) დაუზიანებელი შემოწმებული მანქანები "MANHEIM"-დან მანქანების შეძენა ხდება შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდ სადილერო აუქციონთა ქსელში "MANHEIM" სადაც გამოყვანილია გასაყიდად მანქანები სხვადასხვა კორპორაციების, კომპანიების, ფირმების, ბანკების, სადილეროებისა და კერძო დილერების მიერ. მანქანის ყიდვის პროცესი იწყება გასაყიდად დარეგისტრირებული სასურველი მოდელების მოძებნით. წინასწარ აუქციონზე დარეგისტრირებული მონაცემებისა და ისტორიის შემოწმების შედეგად ვირჩევთ კონკრეტულ ერთეულებს. რის შემდეგაც აუქციონის ჩატარების დღეს, დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შერჩეულ მანქანებს ადგილზე ვამოწმებთ და არჩეულებზე მიმდინარეობს აუქციონის წესით ვაჭრობა. რის შედეგადაც ვიმედოვნებთ რომ მანქანა თქვენი შენაძენი გახდება. ვადები - საიტზე არსებული მანქანის ყიდვის შემთხვევაში, ნახეთ მე-2) ეტაპი - შეკვეთის შემთხვევაში შესრულების ხანგრძლივობა იყოფა 2 ეტაპად: 1) მანქანის არჩევა-ყიდვის პროცესი. ჩვენს მიერ მოცემული ფასების მიხედვით სავარაუდოა მანქანის 1 დან 3 კვირამდე ვადაში ყიდვა. რაც დამოკიდებულია მყიდველის გამართლებაზე. 2) მანქანის გადაყვანა აუქციონის სადგომიდან პორტის სადგომზე, კონტეინერში ჩატვირთვა, გემზე მოთავსება და ფოთის პორტში ჩაყვანა. მეორე ეტაპს სჭირდება 6 დან 9 კვირამდე.

ანგარიშწორების პირობები

შეკვეთის მსურველებს ვთხოვთ დეპოზიტის სახით დადონ ჩვენს ანგარიშზე 100 აშშ დოლარი, რაც დაგვარწმუნებს რომ თქვენ რეალური მყიდველი ხართ. ყიდვის შემთხვევაში თქვენ იმ დღესვე გექნებათ შესაძლებლობა იხილოთ დეტალური მაღალი ხარისხის ფოტოები, მანქანის VIN(საიდენტიფიკაციო) ნომერი და მისი ისტორია(www.carfax.com-დან უფასოდ) რის შედეგადაც რიცხავთ თანხის დანარჩენ ნაწილს და გვაწვდით ინფორმაციას თქვენს შესახებ (სახელი გვარი პასპორტით, მისამართი, პირადობის ნომერი და ტელეფონის ნომერი). თანხის გადმორიცხვიდან 2 კვირის ვადაში მოგაწვდით კონტეინერის ნომერს რომლითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ კონტეინერის ადგილმდებარეობა სახლიდან გაუსვლელად www.maersksealand.com-ზე ან მიბრძანდეთ სატვირთო კომპანიის www.tts.ge-ს ოფისში და გაიგოთ დეტალური ინფორმაცია კონტეინერის შემოსვლის და მასში მოთავსებული ტვირთის მიმღებების შესახებ. მანქანის არჩევა ყიდვის პროცესში თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი შეკვეთაზე და დაიბრუნოთ დეპოზიტი დაუყოვნებლივ და უკლებლივ. 2) დაზიანებული მანქანები "COPART"-ის აუქციონიდან თქვენ შეგიძლიათ ყოველგვარი კოდის გარეშე დაათვალიეროთ "COPART"-ის მანქანები სახლიდან: "www.copart.ru". აქ გელოდებათ დაზიანებული მანქანების დიდი არჩევანი. რაიმე მოდელის დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში ან დაგვიკავშირდეთ. ერთიანი შეფასების შემდეგ დავესწრებით აუქციონს და ერთად ვივაჭრებთ აუქციონის წესით პირდაპირ ეთერში. 3) დაზიანებული მანქანები "IAAI"-ის აუქციონიდან ... 4) მანქანები გერმანიიდან ...







დიდი მადლობა რომ არჩევანი ჩვენზე შეაჩერეთ და გარწმუნებთ რომ კმაყოფილი დარჩებით როგორც ჩვენი 200-მდე კლიენტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
 
 
 
   

საუკეთესო ავტომობილები ამერიკიდან
 
 
visitor stats